მოსკოვი შეისწავლის ქართული პროკრემლისტური პარტიის მიმართვას

რუსული უწყება გაანალიზებს ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“, მიმართვას ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ 2023 წლის ბოლოს შეიქმნა.
„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს [ეს მიმართვა]. მაგრამ თუ იყო, ვნახავთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყება გაანალიზებს ამ მიმართვას“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა შესაბამისი კითხვის პასუხად.
მედიის ინფორმაციით, პროკრემლისტური პარტიის წარმომადგენელმა მამუკა ფიფიამ, ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში პუტინს მიმართა რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების, სავიზო რეჟიმის იძულებით დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების ამნისტირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში დასაქმების გამარტივების თხოვნით.
2023 წლის 10 მაისს პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ცვლილება არ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ შედიან ან 90 დღეზე მეტი ვადით იმყოფებიან, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
მამუკა ფიფია გასულ წელს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში შეხვდა პარტია “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას.
მაისში მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.
მანამდე, 12-დან 14 მაისამდე, მოსკოვში რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სიტყვით მიმართეს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით.
11 ივნისს ქართულმა ოპოზიციურმა ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო და რუსეთი შესაძლოა მუშაობდნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო РИА Новости-ს უპასუხა, რომ “ვერ ხედავს აზრს, კომენტარი გააკეთოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ