მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა ინალ არძინბათი – მედია

ტელეგრამ არხების “RESPUBLICA” და “Нужная Газета-ს” ინფორმაციით, მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა ს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ს მიერ “კოზაკ-ბჟანიას პროტოკოლის გზაზე დაწყებული თვითნებური საქმიანობით”.
ტელეგრამ არხების ცნობით, საგარეო საქმეთა [დე ფაქტო] ყოფილი მინისტრის ინალ არძინბას ქმედებებმა ნეგატიური საინფორმაციო ფონი შექმნა აფხაზეთ-ს ურთიერთობებზე, რაშიც მოიაზრება ახლად შექმნილი ტელეგრამ არხები და ზოგიერთი რუსი სპიკერის კომენტარები.
“RESPUBLICA-ზე” ვკითხულობთ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყოფილი მინისტრის [დე ფაქტო] მიმართ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სფეროში მისი დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით გარკვეული ქმედებების განხორციელების შესახებ, რის შესახებაც ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
აფხაზური ტელეგრამ არხის Абхазский Портал-ის ინფორმაციით, აფხაზეთში [დე ფაქტო] დაბრუნდა ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელმაც “მოსკოვში სამსახური ვერ იპოვა, ხოლო მისი პროექტი ბელარუსის სივრცის დაპყრობის შესახებ, ისევე როგორც მისი სამსახიობო როლი პირველ რუსულ არხზე, ჩაიშალა”.
ტელეგრამ არხის ცნობით, არძინბას დაბრუნებით აფხაზეთში სხვადასხვა ანონიმური რესურსები გააქტიურდნენ, რომლებიც “ტალახს ესვრიან ქვეყნის პატრიოტებს, ვინც ერთ დროს ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის მიწების გაყიდვის სავარაუდო გეგმებს”.
Абхазский Портал საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინალ არძინბა აქტიურად თანამშრომლობს ასლან ბჟანიასთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ამჟამად აბესალომ კვარჩია იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ