მოსკოვი “ტრამპის გზის” პროექტში მონაწილეობის მზაობის გამოთქვამს

მოსკოვი მზად არის ერევანთან გამართოს კონსულტაციები TRIPP-ის პროექტში ს შესაძლო მონაწილეობის საკითხზე. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა.
„სომხურ-ამერიკული პროექტის დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. მზად ვართ სომეხ პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის, როგორც ინიციატივის პარამეტრების, ისე რუსეთის შესაძლო მონაწილეობის განსახილველად“, – განაცხადა კალუგინმა
კალუგინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პროექტში მონაწილეობისათვის საკმარისი საფუძვლები არსებობს.
„ჩვენი კომპანია „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“ ОАО „РЖД“-ის შვილობილი ფლობს სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის კონცესიას. რეგიონში გამოიყენება რუსული სარკინიგზო ლიანდაგი“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ ძირითადად რუსეთის მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში გაივლის.
„უნდა გავითვალისწინოთ სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС). ცხადია, რომ რუსეთის გარეშე ვერანაირად ვერ განხორციელდება”.
8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მეოთხე პუნქტი, კერძოდ, ითვალისწინებს:
„სომხეთის რესპუბლიკა ითანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან, რათა განისაზღვროს საკომუნიკაციო პროექტის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის სახელით“ (TRIPP) განხორციელებია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.
შემდგომში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2026 წლის მეორე ნახევრისთვის.
„წლის ბოლომდე ყველა დეტალი ქაღალდზე უნდა შევიმუშაოთ. 2026 წლის პირველ ნახევარში უნდა შევთანხმდეთ, ხოლო მეორე ნახევარში მშენებლობა დავიწყოთ. ასეთია გეგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.