მოსკოვი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის” შერწყმას განიხილავს – მიზანი სანქციებისგან თავის დაღწევაა

მოსკოვი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის” შერწყმას განიხილავს – მიზანი სანქციებისგან თავის დაღწევაა- ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის აღმასრულებლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. წყაროების ცნობით, გეგმის დეტალები შესაძლოა შეიცვალოს და არც ისაა გამორიცხული, რომ შერწყმა გადაიფიქრონ.
თუ კრემლი “როსნეფტის”, “გაზპრომნეფტისა” და “ლუკოილის”შერწყმას მოახერხებს, მსოფლიო მიიღებს ერთ-ერთ უმსხილეს მწარმოებელს. ეს კომპანია გახდება ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელი მსოფლიოში ს Aramco-ს შემდეგ. ამ გაერთიანებული კონგლომერატის წარმოების მოცულობა სამჯერ გადააჭარბებს Exxon Mobil-ს. ბუნებრივია ასეთი მსხვილი კომპანია უკეთ გაუძლებს სანქციებს და, როგორც ანალიტიკოსებოი რპგნპზირებენ, გაზრდის ნავთობის ფასების ინდოეთისთვის და ჩინეთისთვის, რაც პუტინს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს ენერგეტიკის სექტორიდან მეტი თანხის მობილიზება ომის მხარდასაჭერად.
“როსნეფტმა” და “ლუკოილმა” უარყვეს WSJ-ის მონაცემები და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციას მცდარი უწოდეს.