მოსკოვი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის სამშვიდობო სამიტში

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებასაც წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ განაცხადა. მან სამიტს, “ანგლოსაქსები მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“ უწოდა.

“ე.წ. მეორე სამიტი იგივე მიზანს ისახავს: გაათრიოს ზელენსკის აბსოლუტურად არასახარბიელო ფორმულა, როგორც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო საფუძველი. მოიპოვოს მისთვის მსოფლიო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და მისი სახელით რუსეთს წაუყენოს ულტიმატუმი კაპიტულაციის თაობაზე”, – ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.
“მსოფლიო უმრავლესობაში” იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდნენ დასავლეთის ლიდერობით მოქმედ უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას. რიცხოვნობითა და მოსახლეობის საერთო რაოდენობით, ჩინეთისა და ინდოეთის ხარჯზე, “მსოფლიოს უმრავლესობა” აღემატება ს მოკავშირეებისას. როგორც ბიბისი განმარტავს, მსოფლიო უმრავლესობის ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს ” სერიოზულ წინადადებებზე”, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება.
მიმიდინარე კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე.