მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ საქართველომ “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” საზღვრები უნდა გაავლოს

აფხაზური მედიის ცნობით, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გულუზინის და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ოდისეი ბიგვავას შეხვედრა გაიმართა, რომელიც წინ უსწრებდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდს.
ოფიციალური ცნობით, “შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო მზადყოფნას მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისათვის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებულ თანამშრომლობაზე, რაც მიმართულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ”.
„აღინიშნა საქართველოს მიერ მეზობელი რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება