მოსკოვი იმუქრება. რატომ აშინებს რუსეთს დასავლეთის ახალი გადაწყვეტილება?

„ფატალური შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს სათვის ს ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებას”, – განაცხადა 3 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
“მინდა გავაფრთხილო ამერიკელი მოღვაწეები მათ არასწორ გათვლებზე, რომლებსაც შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი სათანადოდ არ აფასებენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება მათ მიიღონ“, -თქვა რიაბკოვმა.

რუსი დიპლომატის ეს გაფრთხილება მოჰყვა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ გასული კვირის ბოლოს, რუსეთის ბელგორდის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები С-300/400 განადგურდა ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ М142 HIMARS-დან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებით.

3 ივნისს ტელეგრამის არხ „ჯაშუშის დოსიეში“ გამოქვეყნებულ გამოქვეყნებულ პოსტს ახლავს ვიდეოც, რომელზეც ჩანს ერთი დამწვარი და რამდენიმე დაზიანებული რუსული სისტემა.
უკრაინის მხარეს ამ იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სამხედრო მიმომხილველებმა და ბლოგერებმა ბელგოროდის ინციდენტს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ პირველი იერიში უწოდეს.
იერიში ბელგოროდზე. რა არის ცნობილი?
ამერიკული Forbes-ის თანახმად, 31 მაისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნის წინააღმდეგ. და ეს მოხდა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც -მა კიევს უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამერიკული იარაღით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტების განადგურების ნებართვა მისცა.
Forbes-ის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ბელგოროდი და მის ახლომდებარე ის ქალაქებია, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ძალების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ ხარკოვის ოლქზე 10 მაისის შემდეგ დაწყებული სახმელეთო ოპერაციის სარაკეტო და საავიაციო მხარდაჭერისათვის იყენებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სწორედ ბელგოროდსა და მის გარშემოა განლაგებული ზემოხსენებული დაჯგუფების ძირითადი შეტევითი პოტენციალის უმთავრესი ელემენტები ავიაცია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
ამასთან, ვაშინგტონის ნებართვა ვრცელდება მხოლოდ ხარკოვის რეგიონის მომიჯნავე რუსულ ტერიტორიებზე, საიდანაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსულმა ჯარებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და რამდენიმე უკრაინული პატარა სოფელი და დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ვაშინგტონი კვლავ არ უჭერს მხარს რუსეთის სიღრმეში (საუბარია საერთაშორისოდ აღიარებულ რუსეთის ტერიტორიაზე-რ. თ. ) არსებულ სამხედრო ობიექტებზე ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ