ავიაკომპანია FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით რეისს ასრულებდა, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ძლიერი ნისლის გამო, იძულებით თბილისში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავი ერევნის ცაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ტრიალებს და ელოდება ხელსაყრელ პირობებს დასაფრენად.
