ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული ხმაური არ ცხრება. ეჭვები დადასტურდა – გამოქვეყნდა გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი მითვისებული ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებზე გადაფორმების უფლებისთვის იბრძვის. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ეძებს კონკრეტულ ადამიანს – რომელმაც მოსკოვიდან მიღებული ნოტა გამოაქვეყნა.
მოსკოვიდან მიღებული გასაიდუმლოებული ნოტა 13 მარტს ტელეგრამარხებმა – «Абхазский портал»-მა და «Апсны Хабар»-მა გამოაქვეყნეს.
მოსკოვი უკმაყოფილოა ცვლილებებით, რომლებიც აფხაზეთის „პარლამენტმა“ 2023 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა და ყველაზე სადავო დებულებების შეცვლას მოითხოვს.
ტექსტში მითითებულია აუცილებლობა, რომ გაუქმდეს ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებზე გადაცემის აკრძალვა. ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ხმაური გამოიწვია, ამ ეტაპისთვის – ლაპარაკია [მიწის და ზღვის აკვატორიის] 49-წლიან იჯარაზე, შემდგომში – 15 წლით ავტომატურად გახანგრძლივების უფლებით. შენობები კი ისედაც – რუსეთის საკუთრებაა.
წყარო: რადიო თავისუფლება