მოსკოვი აცხადებს წინსვლაზე აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთის არმია აცხადებს, რომ წინსვლა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევის განცხადებით, კრემლის ძალებმა 27 ოქტომბერს განაგრძეს ინტენსიური თავდასხმები ხერსონის რეგიონულ ცენტრზე, რასაც სულ მცირე ორი სამოქალაქო პირი შეეწირა.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მუქარით, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები კიევს უფლებას მისცემენ გრძელი რადიუსის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კრემლი ამას პასუხს გასცემს.
“ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ცხადია, ჩვენი სამხედრო განყოფილება ამაზე ფიქრობს და სხვადასხვა პასუხს შემოგვთავაზებს” – უთხრა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას 27 ოქტომბერს.
უკრაინის პრეზიდენტი, დასავლელ პარტნიორებს სთხოვს ნებართვას გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რათა მიზანში ამოღებულ იქნეს ობიექტები, რომლებსაც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის იყენებენ. დასავლელი მოკავშირეები ამ დრომდე ყოყმანობენ ნებართვის გაცემაზე იარაღის გამოსაყენებლად სასაზღვრო რეგიონის მიღმა, იმ შიშის საფუძველზე, რომ ამან, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტი გააღვივოს, რუსეთის და ნატოს ძალების ჩართულობით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?