მოსკოვი აცხადებს, რომ ში ომს ბალტიის ქვეყნებიდან ნატო-ს ჯარების გასვლის შემდეგ დაასრულებს

მოსკოვი ში ომს ბალტიის ქვეყნებიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის შემდეგ დაასრულებს. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ს განუცხადა.
ორშაბათს, 10 ივნისს, ამერიკული გამოცემა „ნიუსუიკის“ მიერ ციტირებულ ამონარიდში, რიაბკოვი ამბობს, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის ე.წ. „ძირეული მიზეზი“ აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება იყო.
შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირი, როგორც ჩანს, კრემლის 2022 წლამდე ულტიმატუმს დაუბრუნდა, რომელიც ნატო-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითვალისწინებდა.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კრემლმა ულტიმატუმი წამოაყენა და ოფიციალურ კიევს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისკენ და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ბალტიის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანა მოითხოვა.
ბალტიისპირელი ოფიციალური პირები და დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ამ ულტიმატუმზე დათანხმებას შეეძლო, გზა გაეხსნა ს პოტენციური აგრესიისთვის ს, ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგ.
ამ სამ ქვეყანაში ნატო-მ თავისი მრავალეროვნული ბატალიონები 2014 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ შეთანხმებული შემაკავებელი ზომების ფარგლებში განალაგა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ჯარების რაოდენობა გაიზარდა.
1 არხი