აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერიდან რუსეთის მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფად სახლში დაბრუნებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა.
მათი თქმით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერზე, რომელიც აშშ-მა 7 იანვარს დააკავა, რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს მათდამი ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა და სახლში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებისთვის ხელის არშეშლა მოსთხოვა.




