მოსკოვი: ამერიკის უკრაინისადმი დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის

კრემლის განცხადებით, უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება, ფრონტის ხაზზე, სადაც ახლა ლიდერობს, ვითარებას არ შეცვლის. განცხადება ორშაბათს, 22 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაჩქარებული წესით დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების ფინანსური პაკეტი, რომელშიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება შედის. საბიუჯეტო კანონპროექტში უკრაინის ნაწილი 61 მილიარდს შეადგენს.
ამის შემდეგ პაკეტი დასამტკიცებლად შეერთებული შტატების სენატს გადაეცა, სადაც მისი დამტკიცება უახლოეს დღეებში თითქმის გარანტირებულია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ პოზიციებს ფრონტზე… გამოყოფილი თანხა და იარაღი, რომელიც იქნება მიწოდებული, არ შეცვლის ამ დინამიკას“, – განუცხადა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ეს მხოლოდ “ახალ მსხვერპლს გამოიწვევს უკრაინის მხრიდან. მეტი უკრაინელი დაიღუპება, უფრო დიდ ზარალს განიცდის”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს ვაშინგტონს მიმართა და მოუწოდა მას, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად აქციოს კანონად და განაგრძოს იარაღის ფაქტობრივი გადაცემა უკრაინისთვის. ზელენსკის თქმით, კიევისთვის პრიორიტეტებს შორი რადიუსის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმოადგენს. “ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)