მოსკოვი აზერბაიჯან – NATO-ს ურთიერთობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ მორიგ ბრიფინგზე უპასუხა ასევე კითხვას, გასულ კვირას აზერბაიჯანში NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორის იანუშ ადამჩაკის ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც აზერბაიჯანსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იყო საუბარი.
“სადაც არ უნდა ჩნდებოდეს ეს აგრესიული ბლოკი, იქ ეყრება საფუძველი კონფრონტაციულ დღის წესრიგს. ხდება ძალიან უხეშად ჩარევა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. ნატოელთა აქტიურობას აზერბაიჯანში იქნება ეს თუ სომხეთის მიმართულებით, ერთი მიზანი აქვს, აქციოს სამხრეთ კავკასია რუსეთთან დაპირისპირების კიდევ ერთ ველად, ქვეყნები დააპირისპიროს ერთმანეთს და თავად ნახოს სარგებელი. »3+3» ფორმატის ფარგლებში, რომელიც თურქეთშია დაგეგმილი, ამ პოზიციას ბაქომდე და ერევნამდე მივიტანთ”, – ამბობს ზახაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი – არ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია – ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ

ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი მოსამართლეს – მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა – მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვროთ