მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას – რუსეთის საგარეო უწყება

მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
„რუსეთის ფედერაციის ქონების ამოღება არამართლზომიერია და არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, მათივე თქმით, „კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ რუსული უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების კონფისკაციას გარდაუვლად მოჰყვება ადეკვატური და ეფექტური ზომები.
აღსანიშნავია, რომ ში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და გაყინეს მათ ბანკებში არსებული რუსული აქტივები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!