საერთაშორისო ბრენდების წილი მოსკოვის 12 მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ფართის დამქირავებელთა შორის 2012 წლიდან 2024 წლამდე შემცირდა 17%-დან 9%-მდე – მონაცემები საკონსულტაციო კომპანია IBC Real Estate–მა გამოაქვეყნა.
მათ მიერ დაქირავებული ფართების რაოდენობა 37%-ით შემცირდა – 131 საცალო ბლოკიდან 82-მდე.
უცხოური ბრენდების წასვლა ყველაზე შესამჩნევია იქ, სადაც ოდესღაც მათი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო – სტოლეშნიკოვის შესახვევი. აქ მათ 26 საცალო ფართიდან მხოლოდ 14 აქვთ დატოვებული, ნიკოლსკაიაზე – 12-დან 6, ხოლო პეტროვკაზე – 17 ფართი 24-დან.
ამასთან, საერთაშორისო ბრენდებისგან იჯარით დარჩენილი 82 მაღაზიიდან 17% არ მუშაობს. მათმა მოიჯარეებმა უბრალოდ შეინარჩუნეს შენობა, აღნიშნავს IBC Realty. ეს მოიცავს ძირითადად კომპანიებს ლუქს სეგმენტიდან, მაგალითად Chanel, Gucci, Van Cleef & Aries, Tiffanny & Co., BVLGARI, Prada, Dior, HERMES, Louis Vuitton.
moscowtimes