მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია.
როგორც ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, 182 კი დაშავდა, მათი ნაწილი — მძიმედ.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერაქტის საქმეზე 11 პირი დაკაავეს, მათგან 4 კი უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანთა უმოწყალო ხოცვაში. სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდამსხმელები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით როგორ ხოცავენ ადამიანებს საკონცერტო დარბაზსა და ფოიეში.
გარდა ამისა, მალევე გავრცელდა ვიდეოები, რუსი სამართალდამცავები როგორ აწამებენ დაკავებულებს — აჭრიან ყურს, იყენებენ ელექტროშოკს და ა.შ, რაც, უფლებადამცველთა თქმით, ასევე მიუთითებს რუსეთში წამების სასტიკი მეთოდების ლეგიტიმაციაზე. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დაუშვებელია წამება, როგორიც არ უნდა იყოს ამ წამების საბაბი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლება უკვე დაადანაშაულა ტერაქტთან კავშირში, რასაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა დან.
მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ორგანიზაცია ISKP-მ („ისლამური სახელმწიფოს ფილილიალი ხორასანის პროვინციაში“).
ISKP ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ნაწილია, რომელიც ავღანეთისა და ს ტერიტორიაზე მოქმედებს. ISKP-ს მთავარ მტრად გამოცხადებული აქვს , ირანი, რუსეთი და ჩინეთი. ისინი ებრძვიან „თალიბანსაც“, რომლებმაც ავღანეთიდან -ის ჯარების შემდეგ, 2021 წელს, ავღანეთის მართვა ჩაიგდეს ხელთ. „თალიბანის“ მიზანი ავღანეთის ტერიტორიაზე ისლამისტური სახელმწიფოს შექმნაა, ISKP კი აცხადებს, რომ მათი სამიზნე უფრო გლობალურია და რადიკალური ისლამის მთელ პალნეტაზე გავრცელებას გულისხმობს.
სწორედ ISKP-მა მოაწყო 2021 წელს ტერაქტი ქაბულის აეროპორტის შესასვლელში, როცა ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ სასოწარკვეთილი ადამიანები ავღანეთის დატოვებას ცდილობდნენ. მაშინ აფეთქებას 182 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო. ISKP-მა აიღო პასუხისმგებლობა ქაბულში 2022 წელს რუსეთის საკონსულოსთან მომხდარ ტერაქტზე, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო დიპლომატიური მისიის 2 თანამშრომელიც.
ფოტოზე: ტერაქტის ადგილი მოსკოვში / EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“