მოსკოვის სასამართლომ 28 წლით დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ში მებრძოლ ქართველს

მოსკოვის სასამართლომ ში ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
მოსკოვის პროკურატურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 48 წლის გურამ ბერუაშვილმა დაუსწრებლად მისჯილი 28 წლიდან “პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს“.
მოსკოვის პროკურატურის თანახმად, ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ მებრძოლობაში, ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდაში, ტერორისტულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვაში, ტარებასა და შენახვაში.
სააგენტო “რია ნოვოსტი” წერს, რომ ბერუაშვილი 2022 წელს უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონის ბაზაზე ჩავიდა, სადაც შემოსავლის მიღების მიზნით, შეიარაღებულ ფორმირებას შეუერთდა.
“2024 წლის აგვისტოში, კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით ის კურსკის რეგიონში შევიდა, სადაც ს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კანონიერ საქმიანობას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია”, – ციტირებს გამოცემა მოსკოვის პროკურატურას.
გურამ ბერუაშვილზე რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული.
გურამ ბერუაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.
უკრაინის მხარეს ომში ასობით ქართველი იბრძვის.
რამდენიმე ათეულ ქართველს რუსეთის სასამართლოებმა დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი, ნაწილი კი სასჯელს საპატიმროებში იხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ლაშა ხუციშვილს – 8 მიმდინარე არბიტრაჟში სადავო თანხა პოტენციურად 4.8 მილიარდი დოლარია, რომლის ნაწილი უკვე წაგებულია – იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას? ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გაქვთ გათვალისწინებული და ვინ გადაიხდის?

„სფერო ინვესტისა” და „სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები სასამართლოს მიმართავენ განცხადებით, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და დირექტორი, გიორგი მურუსიძე პატიმრობაში დატოვოს