მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” კიდევ ერთ წევრს, ამჯერად ლევან ფიფიას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. მუხლი კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ფიფია რუსეთს ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
“რუსეთის სასამართლო და მათი სასამართლო რას გამოიტანს და რას იტყვის, საერთოდ არ მაინტერესებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. პირიქით, სიამაყით შევხვდები ამ ყველაფერს, თუ ჩემი მტერი ასე დაშინებულია ჩემი მოქმედებებით”, – განაცხადა ფიფიამ.
თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს შეუფარდეს.