მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, ვალენტინ ნალივაიჩენკოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლიტვინენკოს ომის დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, – ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სასამართლომ განიხილა გამოძიების შუამდგომლობა და ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356 მუხლით (ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) ბრალდებული ალექსანდრე ლიტვინენკო და ვალენტინ ნალივაიჩენკოს წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აირჩია“, – აცხადებენ სასამართლოში.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრალდებულების რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის, ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოსა და ვალენტინ ნალივაიჩენკოზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით