მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ს ცოლს იულია ნავალნაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც CNN წერს, ნავალნაიას სასამართლო „ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობას“ ედავება და რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ნავალნაია, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და განაცხადა, რომ პუტინის ადგილი ისეთივე ციხეშია, როგორშიც მან მისი ქმარი, ალექსეი ნავალნი მოკლა:
„ჯერ უცხოეთის გავლენის აგენტი, ახლა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, შემდეგ დაკავება?! როდესაც ამაზე დაწერთ, არ დაგავიწყდეთ მთავარიც დაწეროთ: პუტინი მკვლელი და ომის დამნაშავეა. მისი ადგილი ციხეშია და არა სადღაც ჰააგაში, კომფორტულ საკანში ტელევიზორით არამედ რუსეთში — იმავე კოლონიაში, ისეთივე საკანში, როგორშიც მან ალექსეი მოკლა,“ — წერს იულია ნავალნაია სოციალურ ქსელ X-ში.
15 თებერვალს, ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი 1 მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.