მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაკავების განკარგულება გასცა

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ცოლის, იულია ნავალნაიას დაკავების განკარგულება გასცა.
ს სასამართლოში ნავალნაიას, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, “ექსტრემისტული” დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, თუკი ნავალნაია რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდება, მას დაკავება ელის.
სასამართლოს ბრძანებას ნავალნაია მოგვიანებით X-ზე გამოეხმაურა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ განკარგულების ნაცვლად ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმონ.
“როდესაც ამის შესახებ დაწერთ, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, დაწეროთ მთავარი რამ: ვლადიმირ პუტინი მკვლელი და ომის დამნაშავეა”. – წერს ნავალნაია.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკლეს. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და -მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.
2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.