მოსკოვის სასამართლომ იგორ სტრელკოვს (გირკინს) ექვსი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა დონეცკში პრორუსული სეპარატისტების ყოფილი მეთაურს, იგორ სტრელკოვს (გირკინი). მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა გირკინმა განაცხადა, რომ აპირებს ს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
პროცესზე ბრალდებულის დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნებას ითხოვდა. საქმის არსებითად განხილვა 14 დეკემბერს არის დაგეგმილი და, ბრალდებულისა და მისი დაცვის მხარის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, იგი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
სტრელკოვის წინააღმდეგ საქმე გასაიდუმლოებულია. თავის ტელეგრამის არხზე სეპარატისტთა სამხედრო ლიდერმა ში ომის მსვლელობისთვის აქტიურად გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი პუტინი. სტრელკოვი მხარს უჭერს ომს, მაგრამ თვლის, რომ მოსკოვი მას აგებს ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის გამო.
სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე დარჩება. ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო ს თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია “Новые люди” (ახალი ხალხი).