მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა ბორის აკუნინს

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილს) დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, 6 თებერვალს მიიღეს.
აკუნინს, რომელიც საკმაო ხანია აკრიტიკებს ს ხელისუფლებას და საჯაროდ ეწინააღმდეგება ში სრულმასშტაბიან შეჭრას, ხელისუფლება ტერორიზმისკენ მოწოდებასა და რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებს ბრალს.
აკუნინის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ცნობილი გახდა 18 დეკემბერს. იქამდე რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერდა.
მწერალი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ