მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე

ს ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ჟურნალისტს, ეკატერინა კორტიკაძეს დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ დღეს, 2 ოქტომბერს წერს, რომ მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის სასამართლომ გამომძიებლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს აღკვეთის ზომად დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა „რუსეთში მისი ექსტრადიციის, ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან”.
რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს ადანაშაულებს არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. პუტინის ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით დევნის ში ომის მოწინააღმდეგეებს.
რუსეთის -ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად”, არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად”.
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო.
ფორუმი