მოსკოვის სასამართლომ დააყადაღა მწერალ ბორის აკუნინის მეუღლის საბანკო ანგარიშები

მოსკოვის სასამართლომ დააყადაღა მწერალ ბორის აკუნინის მეუღლის, ერიკა ჩხარტიშვილის საბანკო ანგარიშები – 6 მილიონი რუბლი.
აკუნინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმის გამართლებისა და ს არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. იანვარში მასზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს, თებერვლის დამდეგს კი დაუსწრებლად დააპატიმრეს.
აკუნინის მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გამოძიების ვერსიით, ერიკა ჩხარტიშვილის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფული არის „მეუღლეთა ერთობლივი შემოსავალი“ და დანაშაულის ჩადენისთვის შეიძლება გამოყენებულიყო.
აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ გამომცემლობა „ზახაროვში“, რომელშიც გამოდის მწერლის წიგნები, ჩხრეკა ჩაატარეს. გამომცემლობა „ასტ-მ“ და მაღაზიათა ქსელმა „ჩიტაი-გოროდ – ბუკვოედმა“ მისი ნაწარმოებების გავრცელება შეწყვიტეს. აკუნინის სახელი მოაშორეს მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების აფიშებიდან. ზოგმა თეატრმა მათი ჩვენებაც შეწყვიტა.
2014 წლიდან ბორის აკუნინი ლონდონში ცხოვრობს. ის მრავალჯერ გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკით, დაგმო ს ანექსია და ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ