მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სასწრაფო სამსახურები და მედია ავრცელებენ.
ს სასწრაფო სამსახურების ცნობით, რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი Superjet 100 მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში ჩამოვარდა. ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიციდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა.
თვითმფრინავში სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სხვა მსხვერპლი არ არის.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რუსული წარმოების თვითმფრინავი ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მიეკუთვნებოდა, ის 2014 წელს იყო წარმოებული.
რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება