მოსკოვის ოლქში მაიმუნის ყვავილის მეორე შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ დომოდედოვოს საავადმყოფოში, Mpox-ის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

“დომოდედოვოს საავადმყოფოს ერთ პაციენტს Mpox დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის სიმპტომურ მკურნალობას გადის,” – ციტირებს საავადმყოფოს პრესსამსახურს რუსული სამთავრობო მედია TASS.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განცხადებით, სააგენტომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარება დიაწყო.

ცნობისთვის, Mpox, მაიმუნის ყვავილის სახელით ცნობილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა და ენდემურია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ტროპიკული ტყეების მიმდებარე შორეულ რეგიონებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ვირუსი ადამიანებზე ძირითადად გარეული ცხოველებისგან, მაგალითად, მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადადის.

დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როგორც წესი, 1%-დან 10%-მდე მერყეობს და გარდაცვლილთა უმრავლესობა ახალგაზრდა ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება