მოსკოვის ოლქში დაკავებულია სკოლაზე თავდასხმასა და ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი

მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა დანით მოკლა მოსწავლე და დაჭრა დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ამის შესახებ ს საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
ფაქტი დღეს, 16 დეკემბერს დილით მოხდა მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოსთან მდებარე დაბა გორკი-2-ის სკოლაში. 15 წლის ბიჭი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, დაკავებულია.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ მოსკოვის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლის მოსწავლემ დანით დაჭრა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, შემდეგ მინი-ბალონიდან გაზი გააფრქვია და ამის შემდეგ დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 10 წლის ბიჭს.
სკოლაში და მის გარშემო მობილიზებული იყვნენ საპოლიციო ძალები და სასწრაფო-სამედიციონო დახმარების ბრიგადები. სკოლის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიული სამსახურებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ „თავდამსხმელი დესტრუქციული ახალგაზრდული დინების მიმდევარი იყო“. კონკრეტულად რომელი „დინება” აქვთ მხედველობაში, გაურკვეველია.
რუსეთის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ გაავრცელა 15 წლის მოზარდის მიერ თავდასხმამდე სკოლაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მოსაწავლეების ჯგუფს და პედაგოგ ქალს ეკითხება, რომელი ეროვნების არიან, ამბობს, რომ ერთ-ერთ კლასს ეძებს და კითხულობს, არის თუ არა დღეს სკოლაში „ასეთი მუქი“ მასწავლებელი ქალი, რომლის სახელიც არ ახსოვს.
ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, 15 წლის ბიჭმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე თანაკლასელებს დაურიგა მანიფესტი „ჩემი რისხვა“, რომელშიც საუბარია საზოგადოებისადმი სიძულვილზე, ნაცისტურ იდეებზე და რელიგიურ შეწუყნარებლობაზე.
ფორუმი