“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია

პოლიტიკა
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
“მოსკოვის მექანიზმის” მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მოუღია.
მისივე თქმით, ის პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული არ არის და ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა შეასრულა.
“მე არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ და შევასრულე სწორედ ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა. ჩემთვის ცნობილი არ არის “მოსკოვის მექანიზმის” ინიცირების მიზნით სახელმწიფოთა კოალიციების შექმნის პროცესი, შესაბამისად, არ ვიცი, რა სახის იყო პოლონეთის უშუალო ჩართულობა. მე უნდა შემესრულებინა მისია, რომელიც მოითხოვდა ჩემს სამართლებრივ ცოდნას და ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოტივაცია არარელევანტური იყო ჩემი მისიისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული. ვარ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. ექსპერტად ყოფნისას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ წარსულში მთხოვა ექსპერტის მოსაზრებები. მართლაც, მე ვიყავი პოლონეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, მაგრამ როგორც CAT-ის წევრობის აღწერაში შეიძლება წაიკითხოთ, წევრები (შესაბამისად, კანდიდატებიც) დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მე არ ვარ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მხოლოდ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება,” — განაცხადა გრჟებიკმა.
გრჟებიკმა ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოში ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საუკეთესოდ იყო ორგანიზებული” და დასძინა, რომ არც ერთი შეხვედრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სკეპტიკური დამოკიდებულება არ უგრძვნია.
“ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი,” — განაცხადა გრჟებიკმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილვისას და დასძენს, რომ “ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ”.
მათი თქმით, ანგარიშის სიმწვავეს ადასტურებს ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი მექანიზმის გააქტიურებას შეეხება. სახელმწიფოებისთვის მიცემული რეკომენდაციები, რომლებიც სრულად მოიცავს პასუხისმგებლობის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საშუალებებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას.
ანგარიშს და მის ავტორს უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი და აღნიშნავენ იმასაც, რომ პატრიცია გრჟებიკი პოლონეთისგან ფინანსდება და შესაბამის ინტერესებს ატარებს.
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი “ქართული ოცნების” კრიტიკას პასუხობს : საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე “მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება” — “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის მაკა ბოჭორიშვილი: “ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში” ირაკლი : “ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი” ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები რას ნიშნავს “მოსკოვის მექანიზმი”, რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
კომენტარები
გადახედვა
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [-სთან], რატომ უშლი ხელს?
: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
გადახედვა
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
გადახედვა
: “რადიო თავისუფლება”, “ტაბულა” პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
შალვა პაპუაშვილი: “რადიო თავისუფლება”, “ტაბულა” პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
“ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
“ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
გადახედვა
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
გადახედვა
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
გადახედვა
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც -ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ”
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც -ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ”
გადახედვა
“მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია”, — ზენდეია ტომ ჰოლანდზე
“მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია”, — ზენდეია ტომ ჰოლანდზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
კვირის ტოპ-5
“მასე შენს ყოფილებს ესაუბრე” — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას652 ნახვა
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს444 ნახვა
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს427 ნახვა
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა413 ნახვა
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან356 ნახვა
გირჩევთ
საზოგადოება
მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
გადახედვა
საზოგადოება
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
ეკონომიკა
გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — , განათლების მთავარი მხარდამჭერი
გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — , განათლების მთავარი მხარდამჭერი
გადახედვა
პოლიტიკა
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
გადახედვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელ კრებაზე შესაძლოა საპატრიარქო კანდიდატის  ასაკსა და განათლებაზეც იმსჯელონ
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელ კრებაზე შესაძლოა საპატრიარქო კანდიდატის  ასაკსა და განათლებაზეც იმსჯელონ
გადახედვა
მუსიკა
ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება
ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება
ეკონომიკა
გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გადახედვა
საზოგადოება
სეს: ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ 17 ძაღლს ზუგდიდში დააბრუნებენ, 5-ს — აბაშაში, 3-ს— ვანში
სეს: ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ 17 ძაღლს ზუგდიდში დააბრუნებენ, 5-ს — აბაშაში, 3-ს— ვანში
გადახედვა
საზოგადოება
“მთის ამბების” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
“მთის ამბების” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ახლა კითხულობენ
გადახედვა
დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქომ გაავრცელა. მათი ცნობით,…
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
“ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება” — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
მაკრონის თქმით, ტრამპის კომენტარი მასზე და მის ცოლზე “არც ელეგანტურია და არც შესაბამისი”