მოსკოვის მერი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 20-ზე მეტი უკრაინული დრონი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის 10 რეგიონში და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებში 69 უკრიანული დრონი ჩამოაგდეს.