რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ხუთი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, – დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია კიდევ 14 დრონის ჩამოგდების შესახებ.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კაშირსკოეს გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგები სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
ამასთან, შეზღუდვები დააწესეს სამარას ოლქის „კურუმოჩის“ აეროპორტში და კალუგის, ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში.
