მოსკოვის მერი დედაქალაქზე დრონებით თავდასხმის “მასშტაბურ მცდელობაზე” წერს

რუსეთის Telegram არხები გვიან ღამით მოსკოვთან აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი “მასშტაბური შეტევის მცდელობა” იყო.
მოსკოვის მერის თანახმად, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან 3 დრონი მოიგერიეს. ის წინასწარი ცნობებით წერდა, რომ მათი ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.
მერის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 10 დრონი ჩამოაგდეს.
ს მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.