მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

მოსკოვის ოლქში რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი იუწყება. ს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
24 იანვარს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათიდან, დაახლოებით 20-წუთიანი ინტერვალებით სობიანინის ტელეგრამ-არხზე ოთხჯერ გამოქვეყნდა ცნობები, რომ ს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში ჩამოაგდო დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები.
სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატები ჯერ მოსკოვის ოლქის ქალაქებში, კოლომნასა და რამენსკოეში მოიგერიეს, შემდეგ ორი დრონი – პოდოლსკში, ამის შემდეგ – შჩოლკოვოში და ბოლოს – ტროიცკში.
მოსკოვის მერის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები.
მოსკოვზე დრონებით ბოლო შეტევა 2024 წლის ნოემბერში იყო.