მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონის თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, შემთხვევა ოდინცოვოს ურბანულ რაიონში მოხდა.
“წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ”, – დაწერა მერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, მოსკოვის აეროპორტების მუშაობაზე შეზღუდვების შესახებ, ვნუკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ აჩერებს ფრენებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს დილით განაცხადა, რომ სამი უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, კიდევ ერთი კი კალუგის ოლქში. უკრაინას ამ განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.