მოსკოვის მერის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა.
სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მოწინააღმდეგის ათივე დრონის ჩამოგდება მოსკოვის ოლქის სამხრეთით, პოდოლსკში მოახერხეს და ამას „თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“ უწოდა. მისივე თქმით, ინციდენტს ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების კონტროლს“, – წერს სობიანინი.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!