რუსეთის სახელმწიფო მედია საგამოძიებო კომიტეტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ-ლეიტენანტი მოსკალიკი მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სახლთან გაჩერებულ ავტომობილ „ფოლსკსვაგენ გოლფში“ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.
2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
2025 წლის თებერვალში მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი, იგივე არმენ გორლოვსკი, რომელსაც უკრაინა ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.
ფორუმი
