მოსკოვის თეატრმა გააუქმა ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები

მოსკოვის აკადემიურმა ახალგაზრდულმა თეატრმა (РАМТ) რეპერტუარიდან მოხსნა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი ყველა სპექტაკლი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“ თეატრის პრეს-ატაშეზე დაყრდნობით იუწყება.
რადიო თავისუფლების რუსული სამსასხურის ცნობით, სპექტაკლების გაუქმებას „საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებით“ ხსნის. ამიერიდან ახალგაზრდულ თეატრში მაყურებელს აღარ უჩვენებენ სპექტაკლებს „ერასტ ფანდორინი“, „ინი და იანი. თეთრი ვერსია“ და „ინი და იანი. შავი ვერსია“.
18 დეკემბერს ს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა („როსფინმონიტორინგმა“) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა ლონდონში მცხოვრები რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი).

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის (დანაშაულები გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 და 207.3 მუხლებით). კომიტეტის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპირებენ გრიგორი ჩხარტიშვილის ძებნილად გამოცხადებას.
უფრო ადრე ადრე რუსულმა გამომცემლობა АСТ-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „აჩერებს“ ბორის აკუნინისა და დმიტრი ბიკოვის წიგნების გამოცემას და ელოდება „სამართლებრივ შეფასებას“ მწერლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. პარალელურად, რუსეთის წიგნის მაღაზიებმაც, მათ შორის ონლაინმაღაზია „ლიტერსმა“, გადაწყვიტეს აკუნინისა და ბიკოვის წიგნების ქსელიდან ამოღება.
ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან ში რუსეთის შეჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის