მოსკოვის თეატრმა ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა

მოსკოვის თეატრმა (РАМТ) ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა.

“რადიო თავისუფლების” რუსული სამსასხურის ცნობით, სპექტაკლების გაუქმებას “საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებით” ხსნის. ამიერიდან ახალგაზრდულ თეატრში მაყურებელს აღარ უჩვენებენ სპექტაკლებს “ერასტ ფანდორინი”, “ინი და იანი. თეთრი ვერსია” და “ინი და იანი. შავი ვერსია”.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს რუსეთმა ბორის აკუნინი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა