მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყო

გვიან ღამით აფეთქებები იყო ს დედაქალაქ მოსკოვის და ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
გამთენიისას ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ „აღკვეთეს ს რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. ს უპილოტო საფრენი აპარატებით ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დრონით შეტევის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა „პულკოვომ“.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. გახშირდა სარაკეტო დარტყმებიც, განსაკუთრებით ბელგოროდის ოლქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“