რატომ არ ეცვლება სახელი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქუჩას? საზოგადოება დედაქალაქში მოსკოვის გამზირის არსებობას კვლავ აპროტესტებს. ეს პროტესტი უკვე წლებია არსებობს, აქტივისტები ხშირად მოქმედებენ კიდეც და ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოების დაფარვას ცდილობენ, თუმცა ხელისუფლებაზე ეს ზემოქმედებას ჯერ ვერ ახდენს. “ქართული ოცნება”, თბილისის მერი კალაძე და დედაქალაქის საკრებულო აკეთებენ ყველაფერს, რომ გამზირს სახელი არ შეეცვალოს. ხალხი კი ქუჩებში დაუფარავად მოითხოვს, რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელი თბილისის გამზირს არ ერქვას.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
