მოსკოვის ბირჟის სანქცირების ფონზე, რუსული საბროკერო ანგარიშებიდან დოლარი და ევრო ვერ გააქვთ

მოსკოვის ბირჟისთვის -ს მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსულმა საფინანსო კომპანიებმა, Финам-მა და БКС-მ კლიენტებს საბროკერო ანგარიშებიდან აშშ დოლარის, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარის გატანის შესაძლებლობა შეუჩერა.
„დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ მივიღოთ მონაცემები ბირჟიდან დაბლოკილი თანხების შესახებ, გავაკეთოთ შიდა გამოთვლები და მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ინვესტორებმა საკუთარი სახსრების მართვის შესაძლებლობა მიიღონ,” – ამბობენ Финам-ში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე, OFAC-მა მოსკოვის ბირჟასთან, ეროვნულ კლირინგ-ცენტრსა და ანგარიშსწორების დეპოზიტართან ოპერაციების 13 აგვისტომდე ვადით შეჩერებაზე ლიცენზია გასცა, ხოლო მეორე ლიცენზია ანალოგიურ დედლაინს მათი ფასიანი ქაღალდების გასასვლელად აწესებს.
სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით ს ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლება სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მ TASS-ს განუცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს ვაშინგტონის ახალ შეზღუდვებს.