მოსკოვის ბირჟამ ევროსა და დოლარში ვაჭრობა შეაჩერა

აშშ-ს სანქცირების გამო, 13 ივნისიდან მოსკოვის ბირჟა არ განახორციელებს ვაჭრობას დოლარსა და ევროში, – ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ბირჟის ვებსაიტზე გავრცელდა.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სავალუტო და ძვირფასი ლითონების ბაზრებზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ვალუტაში, გარდა დოლარისა და ევროს სავალუტო წყვილისა. დერივატივების ბაზარზე ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
„მოსკოვის ბირჟის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და მისი მონაწილეების მიერ ტრანზაქციების საიმედოობა. ახალი გამოწვევების ფონზე, მოსკოვის ბირჟა გააგრძელებს კლიენტებისთვის წვდომას სავაჭრო პლატფორმის ყველა სეგმენტზე“, – ნათქვამია ბირჟის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე, OFAC-მა მოსკოვის ბირჟასთან, ეროვნულ კლირინგ-ცენტრსა და ანგარიშსწორების დეპოზიტართან ოპერაციების 13 აგვისტომდე ვადით შეჩერებაზე ლიცენზია გასცა, ხოლო მეორე ლიცენზია ანალოგიურ დედლაინს მათი ფასიანი ქაღალდების გასასვლელად აწესებს.
სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით ს ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლება სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მ TASS-ს განუცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს ვაშინგტონის ახალ შეზღუდვებს.
აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი გაუფასურდა. რამდენიმე ბანკმა უკვე გაზარდა მათგან დოლარის და ევროს შეძენის კურსები. რუსული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რუსულ ბანკში დოლარის კურმა 100 რუბლს მიაღწია, ევროს კურსმა – 120-ს.
მოსკოვის ბირჟაზე დოლარით ვაჭრობა ბოლოს 11 ივნისს შედგა. 12 ივნისს „რუსეთის დღის“ გამო, ბირჟაზე ვაჭრობა არ გამართულა. ამ დროისთვის მოსკოვის ბირჟაზე 1 დოლარი 89.5 რუბლი ღირს, 1 ევრო – 95 რუბლი.

ასევე დაგაინტერესებთ