მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა იულია ნავალნაია

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ს ქვრივი იულია ნავალნაია.
მას ბრალად ედება ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა. როგორც სამშაბათს განაცხადეს სასამართლოში, გამოძიების მოთხოვნით ნავალნაია ორი თვით დააკავეს. ვადა აითვლება ს ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან ქვეყნის ტერიტორიაზე მისი დაკავების მომენტიდან.
მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე გამოცხადებულია იულია ნავალნაიას ძებნა. ამასთან, ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში, -ს ძებნილთა ბაზაში ნავალნაიას სახელზე ბარათი არ იყო, აღნიშნავს „მედიაზონა“. გამოცემა ასევე წერს, რომ მოსკოვის სასამართლოების ვებსაიტზე არ არის ინფორმაცია ბასმანის რაიონის სასამართლოში გამართული სხდომის შესახებ. ანუ მის შესახებ ინფორმაცია საგანგებოდ დამალეს, რათა ვერავინ დააკვირდეს სასამართლო პროცესს, რომელიც სტანდარტულად ღია რეჟიმში უნდა იმართებოდეს, ნათქვამია გამოცემაში.
ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ქვრივს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნავალნაიას პრესმდივანმა კირა იარმიშმა ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „დამსახურების სწრაფი აღიარება“. თავად იულიამ მოგვიანებით სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა კომენტარი, რომელშიც კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას „მკვლელი და სამხედრო დამნაშავე“ უწოდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის თებერვალში გამოაცხადა ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ იამალის სასჯელაღსრულების კოლონიაში, მისმა მეუღლემ იულიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს ქმრის საქმეს. ოპოზიციონერის თანამოაზრეები და მისი ქვრივი თვლიან, რომ ის მოკლეს.
ახლა იულია ნავალნაია ხელმძღვანელობს საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ნავალნის თანამებრძოლებმა დააარსეს საზღვარგარეთ.
2024 წლის ივლისის დამდეგს ცნობილი გახდა, რომ იულია ნავალნაია სათავეში ჩაუდგა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Foundation-ს (HRF). ამ თანამდებობაზე მან შეცვალა უცხოეთში მცხოვრები კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი. ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდი და მისი საარჩევნო შტაბი რუსეთში ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრშია შეტანილი და მათი სიმბოლიკის დემონსტრირება აკრძალულია.