სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა.
კირიენკო უკვე შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვალერი ბგანბას. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი.
“ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „არჩევნები“ 15 თებერვალსაა დაგეგმილი, ანალიტიკოსები მოსკოვის ფავორიტად ბარდა გუბნას მიიჩნევენ.
სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია “როსატომის” გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.
2022 წლიდან “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორია” ალექსანდრ ნოვაკი; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.
