მოსკოვთან SSJ 100–მა კატასტროფა განიცადა, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა

მოსკოვის გარეუბანში თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 პარასკევს, 12 ივლისს ჩამოვარდა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. სამივე პილოტი დაიღუპა. ლაინერი გეგმური რემონტის შემდეგ სატესტო ფრენას ასრულებდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, საუბარია მოდელზე Sukhoi Superjet 100NEW-95. ბორტი სატესტო ფრენას მოსკოვის ჟუკოვის აეროპორტიდან ასრულებდა და გარკვეული დროის შემდეგ ტყეში ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი კატასტროფის ადგილიდან კვამლის სვეტი აღიმართა.
„თვითმფრინავი გაზპრომს ეკუთვნოდა. ბორტი გეგმურ რემონტზე იყო. დღეს სატესტო რეისს ასრულებდა. ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა“, – ციტირებს რუსული მედია ოპერატიული სამსახურების წარმომადგენელს.
წყარო: gbc.ge

ასევე დაგაინტერესებთ