მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო რუსეთმა აეროპორტები დროებით დაკეტა

20 ივლისის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 9 რეგიონსა და შავი ზღვის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის, 16 მოსკოვის მიმართულებით.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, დრონების ნამსხვრევების დაცემას მოჰყვა ავტომობილებისთვის ცეცხლის გაჩენა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.
დრონებით შეტევის გამო რუსეთმა აეროპორტები დროებით დაკეტა. მოსკოვის აეროპორტებში – შერემეტიევოში, ვნუკოვოში, დამოდედოვასა და ჟუკოვსკიში შაბათს საღამოს და კვირა ღამით თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.
თავდასხმაზე ინფორმაცია უკრაინამაც გაავრცელა. შეიარაღებული ძალების თანახმად, გუშინ რუსეთმა უკრაინას 57 დრონით შეუტია, მათგან 18 მოიგერიეს და ჩამოაგდეს, 7 კი დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)