რუსეთის ტელეკომუნიკაციების კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ ოსეევსკიმ განაცხადა, რომ სტაციონარული ტელეფონების დაყენებაზე მოთხოვნების რაოდენობა „შესამჩნევად გაიზარდა“. მას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია, თუმცა დასძინა, რომ ამჟამად „ბევრ ძალიან პატივსაცემ ადამიანს“ სურს სახლში კომუნიკაციის “ასეთი საიმედო” მოწყობილობა ჰქონდეს. საუბარია ე.წ. სახლის, იგივე ქალაქის ტელეფონებზე
„ეს კავშირის გარანტირებული საშუალებაა. მე პირდაპირ ყველას ვურჩევ, დაუბრუნდეს სტაციონარულ ტელეფონს. როგორც ცეცხლმაქრი – ისე უნდა იყოს ის ყველა სახლში“ – ციტირებს ТАСС ოსეევსკის სიტყვებს
“როსტელეკომის“ პრეზიდენტმა ეს განცხადება მოსკოვში მობილური ინტერნეტის აღდგენიდან რამდენიმე დღეში გააკეთა.
ცნობისთვის, მოსკოვში, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ინტერნეტის მუშაობა შეფერხებული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეგულარული მობილური კავშირიც გაითიშა




