მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს , იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდინონ კრიზისი, დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას რადიკალიზაციის შესახებ. უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ მაყურებელს მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი შეახსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს.
„რა თქმა უნდა, მათ უნდათ მსხვერპლი. მათ სჭირდებათ სიტუაციის დაძაბვა, რადიკალიზაცია, ვინაიდან იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების რეჟიმში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი არიან უსამშობლოები – ეს სახელი ტყუილად არ დავარქვით და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტურობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით ცხოვრობს, ეს არის მათ სისხლში, ეს არის მათ ძვლებში – შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმურად ვერავინ მოგვიგებს არჩევნებს“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ