მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.
„დღეის მდგომარეობით, აღწერის ფარგლებში გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესის მიმდინარე თვის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე, პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის კითხვარი, რომლებიც მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, თავდაპირველად, 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდა, ხოლო 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდა „საქსტატის“ ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში